ისტორია დაიწერა! ილია თოფურია - ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ახალი მფლობელია!
ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის მფლობელები: ჟოზე ალდო, კონორ მაკგრეგორი, მაქს ჰოლოვეი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ახლა უკვე ილია თოფურია!!!
ანაჰაიმში, არენა Honda Center-ში გამართული ბრძოლა ისტორიიდან არასოდეს ამოიშლება. ქამრისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდ ვოლკანოვსკი და ილია თოფურია დაუპირისპირდნენ.
პირველ რაუნდში, მებრძოლებმა ქიქები გაცვალეს. ილია ფრთხილობდა, ტელევიზორთან შეკრებილი გულშემატკივარი, ალბათ, ხშირად გაიგონებდა მწვრთნელის შეძახილს: "თავი არ ჩაწიო"! ილია შეცდომებს არ უშვებდა, ვოლკანოვსკის ფეხი დაუზიანა და მალევე მოიპოვა პირველი ნომრის სტატუსი.
შეხვედრის დაწყებამდე, ფავორიტად ვოლკანოვსკი იყო დასახელებული, თუმცა პირველი რაუნდის შემდეგ, ბუქმეიქერების მიერ ეკრანზე გამოტანილი კოეფიციენტები ცხადყოფდა, რომ შანსები გათანაბრდა. აშკარა იყო, რომ პირველ რაუნდში ქართველმა მებრძოლმა გამარჯვება მოიპოვა და მოქმედ ჩემპიონს გააქტიურება მართებდა.
მეორე რაუნდში ბრძოლა უფრო მეტად ინტენსიური გახდა. ვოლკანოვსკის ფეხში დარტყმებით ჰქონდა უპირატესობა, ილიას კი - თავის არეში. სწორედ ამ დროს, "მატადორად" წოდებული ილია საოცარ კომბინაციას აკეთებს და მისი უსწრაფესი მოძრაობების ამოკითხვას და მასზე რეაგირებას ვოლკანოვსკი ვერ ახერხებს. ნოკაუტი, ჩემპიონი დამარცხებულია.
ILIA TOPURIA! AND NEWWWWW! 😱#UFC298
— MMA Orbit (@mma_orbit) February 18, 2024
https://t.co/MlBwZfT4lH
15:0 - ქართველი მებრძოლი UFC-ში დაუმარცხებელია.
HE IS KING 👑@TOPURIAILIA IS YOUR NEW FEATHERWEIGHT CHAMPION OF THE WORLD 🇪🇸🏆 🇬🇪 #UFC298 pic.twitter.com/eKRjZsP7yI
— UFC (@ufc) February 18, 2024
18 თებერვალი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ილია თოფურიასთან ერთად, ქართველი გულშემატკივარი მერაბ დვალიშვილმაც გაახარა, რომელმაც წინასაჩემპიონო შეხვედრაში ჰენრი სეხუდო პირწმინდად დაჯაბნა და მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ბრძოლაში გამოიწვია.
გილოცავთ, ქართული სპორტის თითოეულ ქომაგს და რა თქმა უნდა, ილია თოფურიას - ეს უდიდესი, დაუვიწყარი გამარჯვებაა, რომლითაც თაობები იამაყებენ და რომელიც იქნება მაგალითი იმისა, რომ უდიდესი შრომის შედეგად, შეუძლებელი არაფერია.
"ძალიან ბედნიერი ვარ. გეუბნებიან, რომ ამას ვერ შეძლებ, ისინი შენს დაცემას შეეცდებიან. მხოლოდ საკუთარი თავის ირწმუნეთ. იმუშავეთ დაუღალავად, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ყველაფერი შესაძლებელი იქნება," - თქვა ილია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ და შემდეგ ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.
"კონორ მაკგრეგორ, თუ ყ**რები ისევ გაქვს, მადრიდში გელოდები", - დაიყვირა თოფურიამ.
ჩემპიონობის დაკარგვით, გულგატეხილი ჩანდა ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელმაც ქართველი მებრძოლი შეაქო და შეხვედრის გამეორება ისურვა.
ყოჩაღ, გამომიჭირა. როდესაც ყველაფერი უნდა დამეწყო, იმ მომენტში დამიჭირა. აშკარაა, რომ ძალიან ძლიერი ხელი აქვს. ჩემპიონის ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი. ესპანეთს ხშირად ახსენებს და იქნებ, ეს შეხვედრა ესპანეთში გავამეოროთ", - თქვა ვოლკანოვსკიმ, რომელიც ჩემპიონის ტიტულს 2019 წლიდან ატარებდა.
Look at Ilia Topuria now. The hype is real.pic.twitter.com/jNj2ktgcaR
— Chamatkar Sandhu (@SandhuMMA) February 18, 2024