Belive

ისრაელ ადესანია კენედის აეროპორტში დააკავეს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია კენედის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენს ჩანთაში კასტეტი უპოვეს.

"ისრაელს რკინის საგანი მისმა ფანმა აჩუქა, რომელიც ჩანთაში შეინახა. ის აეროპორტში შემოწმებისას პოლიციამ აღმოაჩინა, ისრაელს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მითითებებს მიჰყვებოდა. ამჟამად სპორტსმენი უკვე შინ, ახალი ზელანდიისკენ მიფრინავს." - განაცხადა ადესანიას მენეჯერმა ტიმ სიმპსონმა.

ამ წუთისთვის არ არის ცნობილი რა სახის ჯარიმა ან სასჯელი დაეკისრება ნიგერიელ მებრძოლს.

შეგახსენებთ, რომ UFC 281-ზე ადესანია ალექს პერეირას წინააღმდეგ იბრძოდა და ქამრის დაცვას მეექვსედ ცდილობდა. თუმცა, ბრაზილიელმა მებრძოლმა მისი მეტოქე მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები