"ისლამს არავისი ეშინია" - ბისპინგი ილიასა და მახაჩევის სიტუაციაზე
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. "მატადორი" მსუბუქი წონის ჩემპიონთან ჩხუბის სურვილს არ მალავს. თავად მახაჩევის თქმით, ილიასთან მისი ჩხუბი არაფრის მომცემია და დაპირისპირების აზრს ვერ ხედავს. ილია კი ამბობს, რომ დაღესტნელს უბრალოდ ეშინია.
ამ ყველაფერზე მაიკლ ბისპინგმა ისაუბრა და თქვა, რომ ისლამს არავის ეშინია.
ილია თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს და თუ ჩხუბის მიღება გინდა, სწორედ ასე უნდა მოიქცე. რეალობა კი ასეთია - ისლამს არავის ეშინია. მახაჩევი ფენომენალური ჩემპიონი, ლეგენდარული და ისტორიული მებრძოლია. მან ქამარი ყველაზე მმეტჯერ, 4-ჯერ დაიცვა. მახაჩებს სრული უნარები აქვს. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ილიას მომავალი ბრძოლის შესახებ უნფორმაცია გავრცელდა. დიდი ალბათობით, "მატადორის" მოწინააღმდეგე ალექს ვოლკანოვსკი იქნება და მათი რემატჩი UFC 314-ზე მაიამიში გაიმართება.