"ის ყოველთვის ჩვენი ბიჭი იქნება" - ხორხე კლიმენტი თოფურიაზე
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია Climent Club-ში აღარ ვარჯიშობს. ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ძმები კლიმენტები თოფურიების მწვრთნელები არი იქნეებიან. როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გახდა. მადრიდში გადასვლის, შემდეგ თოფურიას ალიკანტეში სავარჯიშოდ ჩასვლა უჭირდა.
აღნიშნულის შემდეგ, ხორხე კლიმენტმა ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა.
ის მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, მე კი ჩემს ძმასთან ერთად, აქ (ალიკენტეში), სხვა პროექტებიც მაქვს. ჩვენი ოჯახი, გუნდი და ბევრი სხვა მებრძოლი გვყავს. ჩვენ საკუთარი პრომოუშენი გვაქვს. ილია მადრიდში წავიდა, სადაც სახლში სავარჯიშო დარბაზი აქვს. მას ჩვენი მთელი ენერგია სჭირდებოდა. ჯენტლმენურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გზები გაყოფილიყო. - განაცხადა ხორხე კლიმენტმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩხუბი ელის. "მატადორი" მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ეს დაპირისპირება 28 ივნისსაა ჩანიშნული.