Belive

ირანელმა ჰალკმა პირველივე რაუნდში ნოკაუტი იწვნია | VIDEO

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ირანელი ჰალკის საკრივო კარიერა არც ისე სახარბიელოდ დაიწყო. ის ყაზახმა გიგანტმა ძლიერი ნოკაუტით პირველივე რაუნდში დაამარცხა. საჯად ღარიბი ბრძოლამდე საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, თუმცა ჯუმანოვ ალმათ ბახიტოვიჩს სხვა გეგმები ჰქონდა. ბრძოლა თავიდანვე ყაზახის უპირატესობით დაიწყო და მალევე ნათლად გამოჩნდა თუ ვინ იყო ამ დაპირისპირების ფავორიტი. ბახიტოვიჩმა ძლიერი დარტყმებით სხეულსა და თავში ირანელი მალევე გააბრუვა და მსაჯი იძულებული გახდა შეხვედრა შეეჩერებინა.

შეგახსენებთ, რომ ჰალკს ბრძოლა ბრიტანელი მარტინ ფორდის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ შეხვედრა გაუქმდა. მიზეზი ორგანიზაციის მიერ არასაკმარისი თანხის გადახდა იყო. ფორდი მისი ყოფილი მეტოქის ბრძოლასაც გამოეხმაურა:
"და ამ ყველაფრის შემდეგ მას კვლავ სურს ჩემთან ბრძოლა? ეს არც კი იქნება ნამდვილი ბრძოლა, მას უბრალოდ გავანადგურებ.