ინტერ მაიამიმ სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერი დაადასტურა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონასა'' და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი კარიერას ,,ინტერ მაიამიში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ამერიკული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
35 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ანაზღაურება სეზონში 10 მილიონი დოლარი იქნება.
,,ინტერ მაიამიმ'' გუშინ ლეო მესის გაფორმებაც დაადასტურა, რომელმაც გუნდთან 2,5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ბუსკეტსმა მთელი კარიერა ,,ბარსელონაში'' გაატარა, სადაც 32 ტიტულის მოგება შეძლო.