Belive

"ილიას განსაკუთრებული მხოლოდ კრივი აქვს, სულ ეს არის" - არმან ცარუკიანი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანს თოფურიას MMA-ის უნარებში ეჭვი ეპარება. სომეხი მებრძოლი ამბობს, რომ ილიას განსაკუთრებული მხოლოდ კრივი აქვს. შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში კი მხოლოდ კრივის ხარჯზე მასთან გამარჯვება გაუჭირდება.

ილიას მხოლოდ ერთი რამ აქვს განსაკუთრებული - კრივი. სულ ეს არის. ჩვენი სპორტი კი MMA არის და არა კრივი. შერეული საბრძოლო ხელოვნებისთვის ჩემი სტრაიკინგიც კი უკეთესია - ჩემი ფეხის დარტყმები, მუხლები, იდაყვები. ის უბრალოდ კარგი მოკრივეა. დიდი ხანია არ მიბრძოლია და ერთი სული მაქვს მსოფლიოს ვაჩვენო რეალურად რა დონეზე ვარ. რუსეთში ყოფნისას იხვი ვნახე, სახელად ილია, მისი დაჭერა და ჭამა ძალიან ადვილი იყო. - ამბობს არმან ცარუკიანი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია. რაც შეეხება ცარუკიანს, ის სატიტულო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. პადი პიმბლეტთან ერთად, სომეხი მებრძოლი "მატადორის" პოტენციურ მეტოქედ ითვლება.

სხვა სტატიები