Belive

"ილიას ახლოს მისვლა მოუწევს და გეიჯისთან ახლოს მისვლა ყოველთვის საშიშია" - შონ ო'მალი

11 საათის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ილიას კრივი ჯასტინს დიდ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ "მატადორისთვის" ეს დაპირისპირება ძალიან სახიფათო იქნება.

ილია თოფურია ძალიან, ძალიან კარგია. ეს ბიჭი ნამდვილი საფრთხეა. მან თავად მოისურვა, რომ ჯასტინ გეიჯისთან ეჩხუბა. იცით, რა არის საინტერესო? ილია ქვემსუბუქი წონისთვის დიდი არ არის. ის საკმაოდ კომპაქტურია. ჯასტინ გეიჯი კი ნამდვილი 70 კილოგრამის მებრძოლია და ძალიან ძლიერად ურტყამს.

ილიას კრივი ძალიან სუფთაა, ტექნიკურად თითქმის სრულყოფილია და ნებისმიერის გათიშვა შეუძლია. მაგრამ გეიჯი? გეიჯი ისეთ დარტყმებს უძლებს, რასაც სხვები ვერა. მისი 'ლოუ-კიკები'... ეს სხვა დონეა. არ ვამბობ, რომ ილია ვერ მოიგებს, რადგან ის მართლაც განსაკუთრებული ტალანტია, მაგრამ მისთვის ეს ძალიან, ძალიან სახიფათო ბრძოლაა. ილია თავდაჯერებულია. მას სჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა და ეს მომწონს. მაგრამ გეიჯი ისეთი ტიპია, რომელიც ბრძოლაში სულს ამოგხდის. ილიას მოუწევს ძალიან ახლოს მისვლა თავისი დარტყმების განსახორციელებლად, გეიჯისთან კი ახლოს ყოფნა ყოველთვის რისკია. - ამბობს შონ ო'მალი

შეგახსენებთ, რომ ილია და გეიჯი თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლას გამართავენ. ეს ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება, რომელიც 15 ივნისსაა ჩანიშნული.

იმას საღამოს იბრძოლებს შონ ო'მალიც და მისი მეტოქე აიმან ზაჰაბი იქნება.

სხვა სტატიები