ილია თოფურიამ UFC 300-ზე საკუთარი პროგნოზები გაამხილა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
14 აპრილს UFC ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საღამო გაიმართება. საიუბილეო მე-300 ქარდზე არაჩვეულებრივი ბრძოლები გველოდება. მხოლოდ ის რად ღირს, რომ 12 მოქმედი ან ყოფილი ჩემპიონი იბრძოლებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სამ სატიტულო ბრძოლასაც ვიხილავთ.
ბუნებრივია, რომ ასეთ ღონისძიებას ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია არ დააკლდებოდა. Marca-სთან ინტერვიუში "მატადორს" მომავალ ბრძოლებზე საკუთარი აზრი ჰკითხეს.
ალექს პერეირა Vs. ჯამალ ჰილი - ჩემი ალექსისადმი პატივისცემის მიუხედავად, ჰამალ ჰილთან ახლო ურთიერთობა მაქვს და მას ვუგულშემატკივრებ. ამ ბრძოლაში გამარჯვებულად მას ვხედავ.
ვეილი ჟენგი Vs. იან ქსიონანი - ვეილი ჟენგი. ვფიქრობ, ის მოიგებს.
ჯასტინ გეიჯი Vs. მაქს ჰოლოუეი - ეს ბრძოლა ჩემებურად გავაანალიზე. ისე ჩანს, რომ მიწაზე ბრძოლას საერთოდ ვერ ვნახავთ, რადგან ამის უნარი არცერთს არ აქვს. არც ჭიდაობას ველით. მათ არც ეს შეუძლიათ. სტრაიკინგის ბრძოლა გვექნება. ხელების ქნევა ორივეს უყუვარს. დარტყმებს ორივე მიიღებს. ასეთ დროს ის იგევს ვისაც ნოკაუტის ძალა აქვს და ასეთი ჯასტინ გეიჯია. ამ ბრძოლის გამარჯვებულად მას ვხედავ, თუმცა, სიურპიზებსაც უნდა ველოდოთ.
- განაცხადა ილია თოფურიამ
UFC 300 14 აპრილს 02:00 საათიდან დაიწყება. საღამოს პირველი ბრძოლა კოდი გარბრანდტსა და დეივსონ ფიგერედოს შორის იქნება.