Belive

ილია თოფურიამ არმან ცარუკიანთან ჩხუბზე უარი თქვა

6 დღის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია თოფურია, არმან ცარუკიანთან ჩხუბზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას RedCornerMMA და Championship Rounds-ც ადასტურებს.

ცარუკიანთან ჩხუბზე უარის თქმის მთავარი მიზეზი საჩემპიონო ბრძოლაა. ილიას გუნდის თქმით, "მატადორი" კონტენდერთან დაპირისპირებით არ ინტერედება, მას მხოლოდ სატიტულო ბრძოლა სურს.

ილიას საჩემპინო ჩხუბი უნდა. ის კონტენდერის სტატუსისთვის არ იბრძოლებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ცარუკიანი იქნება თუ ვინმე სხვა. - განაცხადა ილიას გუნდმა

შეგახსენებთ, რომ თოფურია ახლა უკვე მსუბუქი წონის მებრძოლია. ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის მთავარი სამიზნე ისლამ მახაჩევია. დაღესტნელი მებრძოლი მსუბუქი წონის ქამარს ფლობს და ამასთან ერთად საერთო რეიტინგში პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები