Belive

ილია თოფურია UFC-ის მძიმეწონოსანს დაუპირისპირდა

5 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებამდე ყველაფერი ისედაც უცნაური იყო. პარასკევს ჩატარებულმა პრესკონფერენციამ კი სიტუაცია კიდევ უფრო უცნაური გახადა. მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია და მძიმე წონის პრეტენდენტი ჯოშ ჰოკიტი, საპრესკონფერენციო დარბაზში, თითქმის ჩხუბში ჩაებნენ.

ჰოკიტმა, რომელიც ცნობილია თავისი ხრიკებით, როგორც ყოველთვის, მიკროფონი აიღო და ყველას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 14 ივნისს, თეთრი სახლის გაზონზე დერიკ ლუისთან გამარჯვების შემთხვევაში, ჰოკიტი შესაძლოა მომავალში ალექს პერეირასთან ან სირილ განთან ბრძოლას მიუახლოვდეს. პერეირა და განი UFC Freedom 250-ის თანამთავარ ღონისძიებაზე UFC-ის მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ.

ჰოკიტმა ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის (ალექს პერეირას) დამცირება დაიწყო. 'ჩამას'ინგლისური კარგად არ ესმის, ამიტომ მას რექცია თითქმის არ ჰქონია, ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა, სანამ თოფურიამ საკმარისად არ ჩათვალა ჰოკიტის 'გამოსვლა' - ქართველმა დაძაბულობა გაამწვავა და ჰოკიტს რაღაც ესროლა. თოფურიამ დაცვას მოუწოდა ჰოკიტი დარბაზიდან გაეგდოთ - დაცვამ თავხედი ამერიკელი მძიმეწონოსანი სცენიდან გააძევა და პრესკონფერენციაც დაასრულა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალექს პერეირამ, ილია თოფურიას მადლობა გადაუხადა - ფაქტობრივად, ქართველმა ბრაზილიელის ღირსება დაიცვა.

სხვა სტატიები