"შემიძლია ილიას ცალი ხელით ვებრძოლო" - შავკატ რახმონოვი
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ყაზახმა მებრძოლმა ილია თოფურიას დამამცირებელი 'სთორი' გამოაქვეყნა. როგორც შავკატ რახმონოვი წერს, მან გაიგო რომ ილიას მასთან ბრძოლას სურს. შავკატი კი ამ ყველაფერს თავისებურად გამოეხმაურა.
გავიგე თოფურიას ჩემთან ბრძოლა სურს. შემიძლია ცალი ხელით ვებრძოლო. - წერს რახმონოვი
საინტერესო ის არის, რომ ილიას შავკატზე ერთი სიტყვაც არ უთქვმას. ეს ზოგიერთი რუსული გამოცემის ცრუ ამბებია. "მატადორმა" უბრალოდ სურვილი გამოთქვა, რომ სამი დიზივიონის ჩემპიონი იყოს და შავკატის სახელი არასდროს უხსენებია. ერთადერთი ქვესაშუალო წონოსანი, რომელთანაც ილიას პრობლემები აქვს ეს ბელალია.
სხვათაშორის, რახმონოვი ბელალ მუჰამადს ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა. თუმცა, ეს უკანასკნელი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და ახლა ყაზახი მეტოქის გარეშე არის.