Belive

"ილია MMA-ს რონალდოა" - ხორხე კლიმენტი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 308-ზე ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი კარიერაში პირველად გათიშა და ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. ქართველისთვის ეს პირველი ქამრის დაცვა იყო და უკვე გაჩნდა კითხვები ვინ იქნება შემდეგი. თავად თოფურია თვლის, რომ ეს ვოლკანოვსკი უნდა იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ "მატადორმა" ქვემსუბუქი წონის ქამარი სწორედ მისი დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა. ილიას გუნდი კი თვლის, რომ მისთვის შემდეგი ისლამ მახაჩევი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით "მატადორის" მწვრთნელმა Submission Radio-სთან ისაუბრა.

ვფიქრობ შემდეგი ისლამია. თუ ილია ამას 27 წლის ასაკში გააკეთებს... ის ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის შეხვდა, ახლა კი ისლამი. ილიას დიდებულება იმაშია, რომ საკუთარი მოწინააღმდეგიდან გამომდინარე შეუძლია ბრძოლა. თუ ისლამს მტკივნეული ილეთით დაამარცხებს ეს სიგიჟე იქნება. ჩვენს დარბაზში 20 შავი ქამრის მფლობელი გვყავს და სულ რაღაც ორწლიანი ვარჯიშის შემდეგ, ილიასთან ერთი ქულის აღებაც კი ვერავინ შეძლო. ილია შერეული საბრძოლო ხელოვნებების რონალდოა. ასე რომ, მისთვის საზღვრები არ არსებობს. - განაცხადა ხორხე კლიმენტმა

სხვათაშორის, მახაჩევის მწვრთნელმა - ხავიერ მენდესმა, ილიასა და ისლამის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, მახაჩევისთვის "მატადორთან" დაპირისპირება არაფრის მომცემი იქნება.

სხვა სტატიები