იგოლნიკოვს ტრიპელი ჩაანაცვლებს | ვიცე-ჩემპიონი ოლიმპიადაზე იასპარეზებს
27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.
პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, პორტუგალიის, უზბეკეთისა და ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი გერმანიის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.
აქვე ცნობილი გახდა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ იღებდა მოქმედი ვიცე-ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში, გერმანელი - ედუარდ ტრიპელი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება, 90-კგ წონით კატეგორიაში მიხაილ იგოლნიკოვს სწორედ ედუარდ ტრიპელი ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ედუარდ ტრიპელი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია, იგი ფინალში ლაშა ბექაურმა დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.