Belive

ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ჰოკეიში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის პირველი მატჩი გამართა, სადაც ისლანდიის ნაკრები დიდი სხვაობით 4:0 დაამარცხა.

ორი გოლი ნიკიტა ბუკიამ გაიტანა, მესამე გოლი ტიმურ ბეშაროვის ანგარიშზეა, ხოლო საბოლო ანგარიში კონსტანტინ გავრილენკომ დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას საქართველო ხვალ, 28 აპრილს 12:00 საათზე გამართავს ჩვენი ნაკრების მეტოქე ახალ ზელანდია იქნება.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში არიან: ბულგარეთი, ახალი ზელანდია, ტაივანი, ტაილანდი და ისლანდია. პირველ ადგილზე გასული შემდეგ წელს მეორე დივიზიონის A ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო ბოლო ადგილზე გასული მე-3 დივიზიონში დაქვეითდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

სხვა სტატიები