Belive

ჰენრი სეხუდო: "დვალიშვილი ამ ჩხუბშიც იგივეს გააკეთებს"

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ჰენრი სეხუდომ დვალიშვილისა და ო'მალის მომავალ ჩხუბზე ისაუბრა. Triple C თვლის, რომ განმეორებით ბრძოლაში მერაბი ახალს არაფერს გააკეთებს.

მერაბ დვალიშვილი ამ ჩხუბშიც იგივეს გააკეთებს. ჩემთვის მთავარი კითხვა ასეთია - შეძლებს ო'მალის მსგავსი ბიჭი მისთვის სახის დალეწვას. პირველი ჩხუბის მეხუთე რაუნდში შონის ტანში დარტყმამ მერაბი დააზიანა. ეს იმას ნიშნავს, რომ დვალიშვილი ღიაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მერაბი ო'მალის მიწაზე გადაიყვანს და იქ დარტყმებით დაამარცხებს. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ

დვალიშვილისა და ო'მალის ჩხუბი ნიუ ჯერსიში არის ჩანიშნული. ბრძოლა ჩვენი დროით 8 ივნისის გამთენიას დაიწყება.

სხვა სტატიები