Belive

ჰარუ ბაშოს იოკოძუნა ჰაკუჰო ჩაეხსნა | მორიგი ტურნირი იოკოძუნების გარეშე

3 წლის წინ სხვა
1 წთ
14 მარტს სტარტი აიღო 2021 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირმა, ჰარუ ანუ მარტის ბაშომ. ტურნირზე ასპარეზობას არ იღებდა იოკოძუნა კაკურიუ, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში მიღებული დაზიანების გამო ტურნირიდან ჩაეხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ იაპონური სუმოს ასოციაცია მის საკითხს დიდი ალბათობით განიხილავს და შესაძლოა კარიერის დასრულების მოთხოვნით მიმართონ, ვინაიდან კაკურიუ მე-5 ბაშოა ვერ ასპარეზობს. რაც შეეხება მეორე იოკოძუნას, ლეგენდარულ ჰაკუჰოს, საწყისი ორი დღის გამარჯვების მიუხედავად, მესამე დღის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირს თეთრი ფენიქსიც ჩაეხსნა, მიზეზი მისი ტრავმაა, რომელიც როგორც ჩანს იმდენად სარისკოა, რომ წარმატებული სტარტის მიუხედავად ლეგენდარულმა სუმოისტმა ბაშოდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამრიგად, ტურნირი კვლავ იოკოძუნების გარეშე გრძელდება, რაც თავის მხრივ დანარჩენ რიკიშებს უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს წარმატების მისაღწევად. მესამე დღის წინ ჰაკუჰოსთან ერთად ტურნირიდან მოეხსნა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოშოჰო, რომელმაც საწყისი ორივე ორთაბრძოლა მარცხით დაასრულა და მომდევნო ბაშოს ჯურიოს დივიზიონში ჩაატარებს. ინფორმაციისთვის, ქართველი გოლიათი ტოჩინოშინი ტურნირზე მე-7 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს - ლევანმა ამ ეტაპისთვის, ვერცერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები