Belive

ჰამილტონი ფერარისთან შეთანხმებაზე: "ჩემმა მშობლებმაც არ იცოდნენ"

8 თვის წინ სხვა
1 წთ

ლუის ჰამილტონის და "ფერარის" შეთანხმება 2025 წლისთვის, დიდი მოულოდნელობა იყო ფორმულა 1-ის ფანებისთვისაც და უშუალოდ ამ სპორტში მყოფი ადამიანებისთვისაც. "მერსედესიდან" ტრანსფერმა სრულიად F1 შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრიტანელი 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონის მოლაპარაკებების შესახებ მისმა ოჯახმაც კი არ იცოდა. ეს ფაქტი ლუისმა BBC-ის მიერ შექმნილ ახალ პოდკასტზე, "F1: Back at Base"-ზე საუბრისას გაამხილა.

ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ფრედ ვასერს დიდი ხანია ვიცნობ. რაც შემეხება მე, ახალი სეზონით აღფრთოვანებული ვიყავი, თავს სუპერ მოტივირებულად და აღელვებულად ვგრძნობდი, Ferrari-ს იდეა დელიკატურ მომენტში გაჩნდა და ვუთხარი საკუთარ თავს: კარგი, უნდა ვიფიქრო. მე არ მქონდა ბევრი დრო ფიქრისთვის და უბრალოდ უნდა გავყოლოდი ჩემს ინსტინქტს. მე გადავწყვიტე გამომეყენებინა შესაძლებლობა.

იმდენად მინდოდა საკუთარი ბედი სრულიად მარტო გადამეწყვიტა, მოლაპარაკებების შესახებ ჩემს მშობლებსაც კი არ ვუთხარი. ამ ამბავს მათგან იქამდე ვმალავდი, სანამ ოფიციალურად არ განვაცხადე გადაწყვეტილების შესახებ - აღნიშნა ლუის ჰამილტონმა

ამ სეზონში ჰამილტონი ისევ მერსედესის პილოტი იქნება და ჩემპიონობისთვის თავის მომავალ გუნდთან, ფერარისთან მოუწევს კონკურენცია. თავის მხრივ, ფერარიცა და მერსედესიც უძლიერესი "რედ ბულის" და მისი პილოტის, ფერსტაპენის ტახტიდან ჩამოგდებას შეეცდებიან.

ფორმულა 1-ის სეზონი ბაჰრეინის გრან პრით გაიხსნება. 2 მარტს, 5-კილომეტრიანი ტრასა, 57 წრეზე, მთელი სეზონის პირველ კონტურებს დაგვანახებს.

სხვა სტატიები