გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია | IJF-ის მკაცრი სასჯელი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ტედი რინერთან 1/4-ფინალში შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.
შეგახსენებთ, გურამ თუშიშვილი 1/4-ფინალში ტედი რინერთან იპონით დამარცხდა, ფრანგმა ძიუდოისტმა გამარჯვება არასასიამოვნო ჟესტით გამოხატა, რამაც ქართველის გაღიზიანება გამოიწვია და საბოლოოდ ოლიმპიადამ გურამის დასჯა გადაწყვიტა, მას შემდეგ არც გუნდურ ასპარეზობაში მიუღია მონაწილეობა, ახლა კი ძიუდოს ფედერაციამ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.