Belive

გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს 2 ივლისს დაუბრუნდება

10 თვის წინ სხვა
1 წთ

"ქართველი ვიკინგი" გურამ ქუთათელაძე საქმეში ბრუნდება. ამის შესახებ მებრძოლმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

"ქართველი ვიკინგი" დაბრუნდა. 1 ივლისი, ლას ვეგასი, UFC Fight Night 134."

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამის მეტოქე ჩარლზ ოლივეირას თანაგუნდელი ელვეს ბრენერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძე  მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართველი ვიკინგი” ოქტაგონზე ტრავმის გამო არ გამოვიდა, თუმცა, ეს სიცრუე აღმოჩნდა. როგორც თავად გურამი ამბობს პრობლემები ვიზის გამო შეექმნა.

ბოლო ბრძოლა ქუთათელაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დათმო და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები