Belive

გულშემატკივარზე დარტყმის გამო UFC-მ ცარუკიანი დასაჯა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქი წონის მებრძოლი არმან ცარუკიანი UFC-მ დასაჯა. მიზეზი UFC 300-ზე ოქტაგონზე გამოსვლისას გულშემატკივრისთვის ხელის დარტყმაა.

სასჯელი სომეხი მებრძოლისთვის საკმაოდ მძიმე იქნება. გარდა ფულადი ჯარიმისა, რომელიც $25 000-ს შეადგენს, არმანს 9 თვე ბრძოლა აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნევადის სპორტულმა კომიტეტმა მიიღო. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სომეხი საჩემპიონო ბრძოლას 2025 წლამდე ვერ მიიღებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ ცარუკიანი ანტიბულინგის კამპანიაში ჩაერთვება სასჯელი 6 თვემდე შეუმცირდება.

სხვა სტატიები