Belive

გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს.

დღეს, ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ, 84+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

არქანიამ ჯგუფურ ეტაპზე სამი მეტოქის - ასიმან გურბანლის (აზერბაიჯანი), ბაბაქარ სეკის (ესპანეთი) და ანეს ბოსტანჟიჩის (ბოსნია) დამარცხება შეძლო, ნახევარფინალური დაპირისპირება კი თურქ ფათიჰ შენთან დათმო.

39 წლის კარატისტმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა.