გივი მაჭარაშვილი ლეგენდასთან დამარცხდა - სნაიდერმა ჩემპიონის ქამარი დაიტოვა
ქართველმა მოჭიდავემ, გივი მაჭარაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაციაში (RAF) საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა. მისი მეტოქე ლეგენდარული ამერიკელი სპორტსმენი, კაილ სნაიდერი იყო - სნაიდერი ქვემძიმე წონის მოქმედი ჩემპიონი იყო და ქამარი მარტივად დაიცვა, მან მაჭარაშვილი 10:0 დაამარცხა, თუმცა ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. გივიმ შეხვედრის დაწყებიდან მალევე მუხლის ტრავმა მიიღო, მან შეხვედრის გაგრძელებაზე უარი არ თქვა და იქამდე, სანამ სნაიდერი 10 ქულამდე ავიდოდა, ტატამზე კოჭლობით გადაადგილდებოდა.
კაილ სნაიდერი რიოს ოლიმპიადის (2016) გამარჯვებული და ტოკიოს ოლიმპიადის (2020) ვერცხლისმედალოსანია. მას მსოფლიო ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული, 2/2-ჯერ კი ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორია.
სნაიდერმა, RAF-ში ვაკანტური ქამარი ახმედ ტაჟუდინოვთან მოიპოვა, შემდეგ კი რიზაბეკ აიტმუხანთან დაიცვა (უკვე გივისთანაც).
მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა, პირველი შეხვედრა თებერვლის ბოლოს, სტეფენ ბუშანანთან მოიგო.