Belive

გიორგი გაგუა - betlive.com-ის ახალი ამბასადორი!

6 თვის წინ სხვა
2 წთ

betlive.com-ის ამბასადორების სიას კიდევ ერთი სპორტსმენი დაემატა - ამჯერად, ბრენდის წარმომადგენელი ესპანური “ალავესის“ თავდამსხმელი, გიორგი გაგუა გახდა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, betlive.com-თან ერთად, იგი არაერთ საინტერესო კამპანიაში ჩართვას და გულშემატკივართან უფრო მეტად დაახლოებას გეგმავს.

ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი გაგუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. „დინამოს აკადემიიდან“ ჯერ „მერანში“, შემდეგ კი პირდაპირ „ალავესის“ U19 გუნდში მოხვდა. „რეალ უნიონში“ განათხოვრების შემდეგ, იგი კვლავ „ალავესს“ დაუბრუნდა და დღეს გუნდის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად არის მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ გაგუასთან შეთანხმებით, betlive.com-ის სპორტულ ფედერაციებთან და გამორჩეულ ქართველ სპორტსმენებთან თანამშრომლობა უფრო მეტად ინტენსიური და მრავალფეროვანი ხდება. მიმდინარე წელს, სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი კომპანიის ამბასადორები დავით ნინიაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი და ამირან გოგოლაძე გახდნენ. პარალელურად, რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების, “betlive მასტერ ლიგის”, კალათბურთის სამოყვარულო ლიგისა და წყალბურთის „დინამო თბილისის“ პარტნიორის როლში, betlive.com სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს.

კომპანიის განცხადებით, ქართული სპორტის განვითარებაში თანამონაწილეობა მისი სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. ბრენდ ამბასადორებთან, პარტნიორ ფედერაციებთან, ტურნირებთან და კლუბებთან თანამშრომლობის ფონზე, betlive.com-ის ხედვა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს.