Belive

გიგა ჭიკაძე UFC-ის რეიტინგში დაქვეითდა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 300 ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საღამო იყო. აღნიშნულ ქარდზე 12 მოქმედი ან ყოფილი ჩემპიონი ვიხილეთ, რომლებმაც საოცარი სანახაობა შემოგვთავაზეს. ოქტაგონზე გამოსული სპორტსმენების ფაქტობრივად 100% რეიტინგში ირიცხებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ UFC 300-ის დასრულების შემდეგ, TOP 15-ში დიდი ცვლილებებია.

ცვლილებები შეეხო გიგა ჭიკაძესაც, რომელიც ქვემსუბუქი წონის დივიზიონში ერთი საფეხურით დაქვეითდა. გიგა მეცხრეს ნაცვლად ახლა მეათე ადგილზეა. ეს საგანგაშო არ არის, რადგან აღნიშნული "ნინძას" მარცხის გამო არ მომხდარა. ჭიკაძე სიტუაციის გამოსწორებას მალევე შეძლებს. ის ზაფხულში ინგლისელ არნოლდ ალენს დაუპირისპირდება, რომელიც მე-6 ადგილზეა. ალენთან გამარჯვების შემთხვევაში გიგა ავტომატურად მის ადგილს დაიკავებს.

ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზიდან დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სხვა სტატიები