გიგა ჭიკაძე UFC 300-ზე იბრძოლებს?
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძემ UFC 296-ისთვის მზადებისას საზარდულის ტრავმა მიიღო. დაზიანების გამო ქართველი მებრძოლი 17 დეკემბერს ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ლას-ვეგასში დაგეგმილ ჩხუბს ჩაეხსნა.
ორი დღის წინ, "ნინძამ" X-ის საშუალებით გაავრცელა პოსტი, სადაც წერს რომ უკვე ჯანმრთელად არის და მარტი-აპრილისთვის ბრძოლასაც შეძლებს.
რამდენიმე საათის წინ ყოფილმა მებრძოლმა და ახლა უკვე მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა საინტერესო პოსტი გაავრცელა. ეგვიპტელმა წესით გულშემატკივარს იმაზე მიანიშნა, რომ UFC 300-ზე გიგა ჭიკაძე იბრძოლებს.