Belive

"გენიოსი პეპის გარეშე ასეთი შედეგები წარმოუდგენელი იქნებოდა" - ჯეიმი კარაგერი

1 წლის წინ სხვა
2 წთ

"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "რეალი" ეტიჰად სთედიუმზე გაანადგურა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა. მადრიდში ნაჩვენები ფრეს შემდეგ, "ქალაქელებმა" მოწინააღმდეგე 4:0 დაამარცხეს.

მიმდინარე სეზონში გვარდიოლას გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება. პრემიერ ლიგაში "არსენალთან" 9 ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრეს და ახლა მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებთ ინგლისის ჩემპიონობამდე.

ყველაფერი კარგად არის FA თასზე, სადაც "სიტი" თანაქალაქელ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ "ქალაქელებს" ტრებლის მოსაგებად არაჩვეულებრივი შანსი აქვთ. თუ ყველაფერი მანჩესტერელებისთვის კარგი სცენარით განვითარდა, "იუნაიტედის" შემდეგ, "სიტი" პირველი ინგლისური გუნდი გახდება, რომელიც სამივე მთავარი ტიტულის მოგება შეძლო.

მანჩესტერული კლუბის ამ არაჩვეულებრივ სეზონს გამოეხმაურა ჯეიმი კარაგერიც და აღნიშნა, რომ გვარდიოლას გარეშე "სიტის" ასეთი შედეგის მიღწევა გაუჭირდებოდა.

"სიტი" აირს გუნდი, რომელსაც შეუძლია იყიდოს ყველა ვინც მოეწონებათ და ამის გამო ისინი პრემიერ ლიგის გამოძიებასაც ექვემდებარებიან. მაგრამ, მჯერა, რომ ასეთი დონისა და შედეგების მიღწევა გენიოსი პეპ გვარდიოლას გარეშე შეუძლებელია. თუ ისინი ტრიპლეტს მოიგებენ, ეს იქნება საუკეთესო სეზონი, რომელიც ამ ქვეყნის რომელიმე გუნდისგან ოდესმე გვინახავს. - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა.

პეპის გუნდს უახლოესი შეხვედრა 21 მაისს "ჩელსის" წინააღმდეგ ელის, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც პრემიერ ლიგის ჩემპიონობას გაინაღდებს. FA თასის ფინალსი, სადაც "სიტი" "მანჩესტერს" შეხვედება 3 ივნისს არის ჩანიშნული. ხოლო "ქალაქელებისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს შედგება. ინგლისური კლუბი "ინტერს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი სტამბულში გაიმართება.

სხვა სტატიები