ფორმულა 1 | ლოუსონის უმაღლესი პილოტაჟი, რომელმაც გარდაუვალი ტრაგედია აირიდა
ფორმულა 1-ის მექსიკის გრან-პრის გამარჯვებული ლანდო ნორისი გახდა, რომელმაც მეორეადგილოსანი შარლ ლეკლერი სოლიდური სხვაობით (30+ წამი) ჩამოიტოვა. McLaren-ის კიდევ ერთი პილოტი ოსკარ პიასტრი მე-5 ადგილს დასჯერდა, რითიც საერთო ჩათვლაში პირველობა დათმო - ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონს ამჟამად ლანდო ნორისი 357 ქულით ლიდერობს, პიასტრი კი 356 ქულით მეორეზე ჩამოქვეითდა.
მაკლარენის პილოტების ბატალიების ფონზე, მექსიკის გრან-პრიმ უჩვეულო ინციდენტითაც დაგვამახსოვრა თავი - ინციდენტით, რომლის მსგავსიც ათწლეულებში ერთხელ ხდება და რომლის დროსაც უმაღლესი პილოტაჟის გამოვლენა გახდა საჭირო, რათა ტრაგედია არ დატრიალებულიყო.
Racing Bulls-ის ახალ ზელანდიელმა პილოტმა ლაიამ ლოუსონმა, რეაგირება წამის მეასედებში მოასწრო და ბოლიდი ორ მარშალს აარიდა, რომელთაც პირდაპირ ტრეკზე გადაირბინეს. ნანახით გაოგნებულმა ლოუსონმა რადიოში საკუთარი გუნდის წევრებს უთხრა, რომ მათი დახოცვა შეეძლო და მსგავსი რამ რბოლის დროს არ უნდა ხდებოდეს...