ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი ალან ჯოუნსი გარდაიცვალა
ფორმულა 1-ის 1980 წლის მსოფლიო ჩემპიონი ალან ჯოუნსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავსტრალიელი ლეგენდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა Motorsport Australia-ს მეშვეობით გაავრცელა.
ჯოუნსი დღემდე რჩება უკანასკნელ ავსტრალიელ პილოტად, რომელმაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. სერ ჯეკ ბრებემის შემდეგ, ის მეორე ავსტრალიელია, ვინც მოტოსპორტის ამ მწვერვალს მიაღწია.
კარიერის განმავლობაში ჯოუნსმა 12 გრან-პრი მოიგო, ხოლო კარიერის უდიდესი ტრიუმფი 1980 წელს, „უილიამსის“ (Williams) გუნდთან ერთად შედგა. საინტერესო ფაქტია, რომ ბრიტანული სამეფო გუნდსთვის ეს ისტორიაში პირველი ჩემპიონობა იყო.
მისი კარიერა სავსე იყო დასამახსოვრებელი მომენტებით. ჯონსმა სადებიუტო გრან-პრი 1977 წელს, ავსტრიაში, „შედოუს“ ბოლიდით მოიგო. გამარჯვება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებს ავსტრალიის ეროვნული ჰიმნის ჩანაწერიც კი არ ჰქონდათ მომზადებული - დაჯილდოების ცერემონიაზე კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ერთ-ერთმა მაყურებელმა საყვირზე "Happy Birthday" დაუკრა.
1981 წლის სეზონის ბოლოს, კარიერის პიკზე, ჯონსმა მოულოდნელად წასვლის შესახებ განაცხადა. მიუხედავად ამისა, მან სპორტში დაბრუნება სცადა და 1985–1986 წლებში რამდენიმე რბოლა ჩაატარა კიდეც, რის შემდეგაც ფორმულა 1-ს სამუდამოდ ჩამოშორდა.
ალან ჯოუნსს მეუღლე და ექვსი შვილი დარჩა. ავტოსპორტის სამყარო კიდევ ერთხელ იხსენებს მის უკომპრომისო, აგრესიულ და გამორჩეულ სტილს, რომელმაც 80-იანი წლების ფორმულა 1-ის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.
Vale Alan Jones.
— F1 Australian Grand Prix (@ausgrandprix) November 5, 2026
It is with great sadness that the Australian Grand Prix Corporation acknowledges the passing of Alan Jones, and we extend our deepest sympathies to his family, loved ones and friends.
As a Formula 1® World Champion and one of Australia’s greatest racing… pic.twitter.com/R79Pkk3rhY