Belive

FC 24-ში ალიშა ლემანით შთაგონებული ახალი გუნდი დაემატება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

EA SPORTS-ის პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორს, ასტონ ვილას ქალთა კლუბის ვარსკვალვის შთაგონებით ახალი გუნდი დაემატება, რომელიც Ultimate Team-ში იქნება ხელმისაწვდომი.

ასტონ ვილასა და შვეიცარიის ნაკრების ვარსკვლავმა, ალიშა ლემანმა, გამოაქვეყნა სურათების სერია, რომელიც EA Sports FC 24-თან კოლაბორაციას ასახავს. თანამშრომლობით შექმნილი ახალი გუნდისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატების (სტადიონები, ფორმები, ბანერები, ეკიპირება...) სლოგანი იქნება "იყავი მამაცი" (BE BRAVE).

View this post on Instagram

A post shared by Alisha Lehmann (@alishalehmann7)

პოპულარულმა ფორვარდმა, რომელმაც 16,3 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა, გულშემატკივარს სწორედ ULTIMATE TEAM-ის თამაში მოუწოდა. დამატებული გუნდის ფორმის ცენტრში უზარმაზარი ვარდია გამოსახული, რომელიც ლემანის რეალურ ტატუს ეფუძნება. ნაკრების გერბი ასევე შედგება AL-ის ინიციალებით (ALISHA LEHMANN).

ძალიან ვამაყობ, რომ კვლავ ვითანამშრომლებ EA-სთან Brave Rose-ის ისტორიის შემდეგი თავში. სიუჟეტის მეორე ნაწილის სლოგანი "იყავი მამაცი" იქნება. ეს ნამდვილად აჩვენებს ხალხს, თუ ვინ ვარ მე. ჩემი ვარდის ტატუ ნიშნავს ფოკუსირებას, ნდობას და ძალას როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოუთმენლად ველი FC 24 Ultimate Team-ის თამაშს და იმედი მაქვს, რომ გეიმერებისთვისაც შთამაგონებელი იქნება.

EA-ს გუნდი დამეხმარა ჩემი დიზაინის შემუშავებაში, მაგრამ იცოდნენ, რომ მას აბსოლუტურად ქალური სახე უნდა ჰქონოდა, რადგან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ვარ ქალი, რომელსაც მოდა უყვარს და შთამბეჭდავია, რომ ჩემი იდეებიგანხორციელდება. - განუცხადა ალიშა ლემანმა GiveMeSport-ს
@samanthajademiller @Alisha Lehmann Be Brave kit for #FC24 🤩 #alishalehmann7 #alishalehmann #womensfootball #ultimateteam ♬ original sound - Samantha Miller

კოლექცია ეფუძნება ლემანის კამპანიის „მამაცი ვარდის“ თავდაპირველ გამოშვებას, 2023 წლის აპრილში. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი მომენტია EA SPORTS-ის ქალთა ფეხბურთში, რადგან ლემანი ხდება პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელიც Ultimate Team-თან ითანამშრომლებს.