Belive

EXTRA TIME | სპორტულ-ინტელექტუალური თამაშის სეზონი 3 ნოემბერს დაიწყება

1 თვის წინ სხვა
3 წთ

სპორტულ-ინტელექტუალური თამაში EXTRA TIME 3 ნოემბერს დაიწყება. სეზონს სპორტ-კაფე მარაკანა უმასპინძლებს, ხოლო თამაშის გენერალური სპონსორია belive, რომელმაც მარათონული სეზონის ბოლოს, გამარჯვებული გუნდებისთვის განსაკუთრებული პრიზები დააწესა.

სეზონის გამარჯვებული გუნდი belive-სგან 1500 ლარით დაჯილდოვდება. მეორეადგილოსანს 1000 ლარი ერგება, ხოლო მესამეადგილოსანს 500 ლარი გადაეცემა.

belive-სგან დაწესებული სეზონის მთავარი პრიზის გარდა, თითოეული ტურის ბოლოს გამოვლინდებიან საუკეთესოები, რომელთაც სპონსორებისგან სხვადასხვა საჩუქრები გადაეცემათ. ასე, რომ თუ თვლი, რომ სპორტი შენი ძლიერი მხარეა, ან უბრალოდ გსურს, რომ გამოსცადო შესაძლებლობები, გაიღრმავო ცოდნა და მეგობრებთან ერთად სახალისო საღამო გაატარო, EXTRA TIME ის თამაშია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი.

თამაშის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე ორგანიზატორებმა, გიგა ჩალიგავამ და ცოტნე გვასალიამ იზრუნეს. EXTRA TIME-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა 5 რაუნდისგან შემდგარი, სახალისო ფორმატი შეადგინა, სადაც თითოეულ ტურს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

EXTRA TIME ფორმატი

I - SPRINT (გასახურებელი რაუნდი)

რაუნდი მოიცავს თხუთმეტ შეკითხვას კონკრეტულ თემატიკაზე, რომელიც გამოცხადდება რაუნდის დაწყების წინ. თითოეულ შეკითხვაზე მოსაფიქრებლად 30 წამია გამოყოფილი. სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი - 0 ქულით.

II - ფოტორაუნდი

მოთამაშეები პასუხს გასცემენ 15 შეკითხავს რომლებიც დაფუძნებულია ფოტომასალაზე. სწორი პასუხი ფასდება 1 ხოლო არასწორი პასუხი 0 ქულით. მოსაფიქრებელი დრო 30 წამი.

III - SURVIVAL რაუნდი

თანმიმდევრობით დასმული 10 შეკითხვა - თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ხოლო არასწორი 0 ქულით. თითოეული გუნდი მოცემულ რაუნდს თამაშობს პირველ შეცდომამდე, არასწორი ან არჩაბარებული პასუხის შემთხვევაში გუნდი ეთიშება რაუნდს. რაუნდის მაქსიმალური ქულა - 10.

IV - ბრეინბოლი

10 ლოგიკური-სააზროვნო შეკითხვა, მოსაფიქრებელი დრო - 1 წუთი. სწორი პასუხი ფასდება 2, ხოლო არასწორი - 0 ქულით.

V - რაუნდი "90+"

6 თემა, თითოეულში 3 შეკითხვა. 1-2-3 ქულა. მოთამაშეები თითოეული გუნდიდან ინდივიდუალურად დაუპირსიპირდებიან ერთმანეთს არასწორი პასუხი ფასდება შესაბამისი ნომინალის მინუს ქულით. რაუნდში მონაწილეობას მიიღებს რეიტინგის ოთხი საუკეთესო გუნდი.

EXTRA TIME-ში მონაწილეობისთვის უნდა დაარეგისტირო გუნდი, რომელიც შედგება 6 წევრისგან. თამაშის ღირებულება გუნდზე 120 ლარს შეადგენს. რეგისტრაცია კი აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.