Belive

ევროპული თამაშები 2023 – მძლეოსანთა ნაკრები ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს

10 თვის წინ სხვა
4 წთ

2023 წლის ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მასპინძლობს. მასშტაბურმა სპორტულმა ღონისძიებამ 21 ივნისს აიღო სტარტი და 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

12 დღის განმავლობაში, ევროპული თამაშების 29 განსხვავებულ დისციპლინაში, 48 ქვეყნის 7000 სპორტსმენზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. სხვადასხვა დისციპლინებში მონაწილე სპორტსმენებისთვის წლევანდელი ევროპული თამაშები განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს. ევროპულ თამაშებზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად, გამარჯვებული სპორტსმენები ოლიმპიურ სარეიტინგო ქულებსა და კვოტებს მიიღებენ.

საქართველოს მძლეოსანთა ნაკრები ტურნირზე 22 სპორტსმენით ასპარეზობს. ნაკრები აღნიშნულ ტურნირს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ნაკრები გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, რომ შეჯიბრს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

ევროპის მძლეოსნობის (European Athletics) და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC – European Olympic Committees) შეთანხმებით, მძლეოსანთა გუნდური ჩემპიონატი ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაშია.

პირველი საშეჯიბრო დღე

ჩვენს ნაკრებს ყველაზე მეტი ქულა (15) ბირთვის მკვრელმა სოფიკო შათირიშვილმა მოუტანა, რომელმაც ბირთვი 15.86 მეტრზე კრა და სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სოფიკომ თერთმეტ მონაწილეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა! 15.91 მეტრით მესამე ადგილზე გავიდა ლაშა ღულელაური სამხტომში.

ქართველი მძლეოსნების შედეგები:

ვაჟები

100მ: მინდია ენდელაძე - 10.56 წამი (IV ადგილი) -პირადი რეკორდი

400მ: ლუკა ყუფუნია - 50.59 წამი (XIII) -სეზონის საუკეთესო შედეგი

800მ: თემურ მამედოვი - 1:57.19 წუთი (IX) -სეზონის საუკეთესო შედეგი

3000მ წინაღობებით: გიორგი ლომიძე - 9:54.95 წუთი (VII) - პირადი რეკორდი

ჭოკით ხტომა: ლაშა ქარქუსაშვილი - 3.70 მეტრი (VII) - სეზონის საუკეთესო შედეგი

გოგონები

400მ: ანა სოხაძე - 58.94 წამი (XII) - პირადი რეკორდი

5000მ: ასია ჩარუხჩიანი - 22:03.81 წუთი (XIV) -სეზონის საუკეთესო შედეგი

100მ: ლიკა ხარჩილავა - 12:55 წმ (XII) - სეზონის საუკეთესი შედეგი

ბადროს ტყორცნა: ნინო წიქვაძე - 30.75 მეტრი (VIII) -სეზონის საუკეთესო შედეგი

უროს ტყორცნა: ნინო წიქვაძე - 53.52 მეტრი (V) - სეზონის საუკეთესო შედეგი

მეორე საშეჯიბრო დღე

საპრიზო ადგილები გოგა ჭიხვარიამ (II ადგილი, უროს ტყორცნა) და თემურ აბულაშვილმა (III ადგილი, ბადროს ტყორცნა) დაიკავეს.

ქართველი მძლეოსნების შედეგები:

ბაჩანა ხორავა - სიგრძეზე ხტომა (IV ადგილი)

საბა სოსელია - 110 მ/თ (IX ადგილი)

ანა სოხაძე - 100 მ/თ (XII ადგილი)

გაიანე უსტიანი - 800 მ (XI ადგილი)

თემურ მამედოვი - 1500 მ (IX ადგილი)

ანა სოხაძე - 400 მ/თ (IX ადგილი)

4x100 ამანათრბენი ქალები (IX ადგილი)

4x100 ამანათრბენი კაცები (VI ადგილი)

მესამე საშეჯიბრო დღე

გუნდური ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე დასრულდა. მესამე დივიზიონის პირველი სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა: ირლანდია (494 ქულა); ავსტრია (473,50 ქულა) და ისრაელი (434 ქულა). 290 ქულით საქართველომ მე-6 ადგილი დაიკავა.

წარმატებულად გამოვიდა 200მ რბენაში მინდია ენდელაძე, რომელმაც დისტანცია 20,98 წმ-ში ირბინა და მეორე ადგილი დაიკავა, ამით მან თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა.



ქართველმა სპორტსმენებმა გუნდური ჩემპიონატი შემდეგი შედეგებით დაასრულეს:

გიორგი მუჯარიძე - ბირთვის კვრა (IV ადგილი)

ირაკლი ჟორჟოლიანი - შუბი კაცები (IV ადგილი)

საბა სოსელია - სიმაღლეზე ხტომა (VII ადგილი)

ბელა ჭკადუა - სიმაღლეზე ხტომა (VII ადგილი)

დავით ხარაზიშვილი - 5000მ (VIII ადგილი)

ანა მამაცაშვილი - 200მ (VIII ადგილი)

ასია ჩარუხჩიანი - 3000 მ/წინაღობები (X ადგილი)

ბელა ჭკადუა - შუბის ტყორცნა (XII ადგილი)

გაიანე უსტიანი - 1500მ (XIII ადგილი)

ნატალია გრიგორიანი - სიგრძეზე ხტომა (XIII ადგილი)

4X400 შერეული ამანათრბენი (IX ადგილი)