Belive

ევროპის ჩემპიონატის ფინალს, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მსაჯი განსჯის

3 წლის წინ სხვა
2 წთ
ევროპის ჩემპიონატის ფინალს, რომელიც 11 ივლისს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, კერძოდ კი "უემბლის" სტადიონზე გაიმართება, ნიდერლანდელი მსაჯი - ბიორნ კუიპერსი განსჯის. ბიორნ კუიპერსმა EURO 2020-ზე უკვე 4 თამაში განსაჯა: ინგლისი - ხორვატია; დანია - ბელგია; სლოვაკეთი - ესპანეთი და დანია - ჩეხეთი. 48 წლის ნიდერლანდელი მსაჯი, 2006 წლიდან საერთაშორისო არბიტრად მუშაობს. ასევე, იგი იქნება პირველი ნიდერლანედელი მსაჯი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალს გაუძღვება. კუიპერსს ასევე უმსაჯია: 2 ევროპა ლიგის ფინალი (2013; 2018); ჩემპიონთა ლიგის ფინალი (2014 წელს).

არის თუ არა, ბიორნ კუიპერსი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მსაჯი?!

Daily Mail-ის ინფორმაციით, 2016 წელს ბიორნ კუიპერსის ქონება £11.5 მილიონი იყო. მან სამშობლოში დაარსა სუპერმარკეტების ქსელი "Jumbo Kuipers", მას შემდეგ რაც ნაიმეგენში, რადბუდის უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომი მიიღო. "Jumbo Kuipers", რომელიც მსაჯმა თავად დააარსა, მუშაობს მთელი ნიდერლანდებისა და ბელგიის მასშტაბით. ეს სუპერმარკეტი იმდენად წარმატებულია, რომ ასპონსორებს ფორმულა 1-ის სუპერვარსკვლავს - მაქს ვერსტაპენს.
მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის ნიდერლანდელ მსაჯს აქვს იმის შესაძლებლობა და ფუფუნება, რომ სამსაჯო კარიერა დაასრულოს და "პენსიაზე გავიდეს", იგი მაინც აგრძელებს სამსაჯო კარიერას და ფეხბურთი შრულად არის ჩართული და 2021 წლის 11 ივლისი, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მან უნდა იმსაჯოს ევროპის ჩემპიონატის ფინალი: ინგლისი - იტალია.  

სხვა სტატიები