Belive

ევროპის ჩემპიონატი, დღე III - პრევიუ | ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ

7 თვის წინ სხვა
2 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.

მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 1 მედალი მოიპოვა - ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს ფინალში გავიდა, თუმცა უმედლოდ დარჩა, ეთერ ლიპარტელიანმა კი შესანიშნავი ასპარესობა ევროპის ვიცე-ჩემპიონობით დააგვირგვინა. ასე და ამგვარად, 2 განვლილი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია (პირველ დღეს ოქრო გიორგი სარდალაშვილისგან).

წინ კი მესამე და ძალიან საინტერესო საშეჯიბრო დღეა, სადაც 4 ქართველს ვიხილავთ.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში, 3-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს - ტატო გრიგალაშვილს ვიხილავთ, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, 81 კგ წონით კატეგორიაში პირველად იჭიდავებს.

ტატო A ბადეში განთესილია, შესაბამისად პირველ წრეში თავისუფალია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეწტოქე, პოლონელ და უკრაინელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული იქნება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი სწორედ ტატო გრიგალაშვილია, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა საშეჯიბრო ბადეს, ის ტატამზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გადის.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ლუკა მაისურაძე და გიორგი ჯაბნიაშვილი.

ლუკა მაისურაძე C ბადეში იწყებს ასპარეზობას, სადაც მოლდოველ - მიჰაილ ლატისევს შეხვდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი ნიდერლანდელ და ბოსნიელ ფალავნებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გიორგი ჯაბნიაშვილი კი A ბადეში იწყებს ასპარეზობას, სადაც ფინელ - არტურ კანევეტს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, რუს - იაჰორ ვარაპაეიუს შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბადეები ისე არის გადანაწილებული, ქართველები ფინალამდე ერთმანეთს არ ეკვეთებიან.

70 კგ

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დიდ ძიუდოს უბრუნდება - მარიამ ჭანტურია.

მარიამ ჭანტურია A ბადეში იწყებს ასპარეზობას, სადაც პოლონელ - ალექსანდრა კოვალევსკის შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, პორტუგალიელ - ტაის პინას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები