ევროპის ჩემპიონატი 2026 | ლიდერად შერაზადიშვილი - ესპანეთი 14 სპორტსმენით ჩამოდის
თბილისში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ნაკრებები ნელ-ნელა შემადგენლობებს ასახელებენ.
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის. ესპანელები თბილისს 14 სპორტსმენით ეწვევიან, საიდანაც 7 მამაკაცი და 7 ქალი იქნება.
ნაკრების ლიდერად ნიკოლოზ შერაზადიშვილია დასახელებული, მის შემდეგ კი, მთავარი იმედები - ფრანცისკო გარიგოსზე მყარდება, რომელიც 3-გზის ევროპის ჩემპიონია.
შემადგენლობა
60 კგ - ფრანცისკო გარიგოსი, ლუის ბაროს ლოპესი
66 კგ - ადრიან ნიეტო ჩინარო, დავიდ გარსია ტორნე
73 კგ - ანტონ შუჰალიევი
90 კგ - აარონ სანტამარია როდრიგესი
100 კგ - ნიკოლოზ შერაზადიშვილი.
ქალები
48 კგ - ევა პერეზ სოლერი, ლაურა მარტინეზ აბელენდა
52 კგ - არიან ტორო სოლერი, აიუმ ლეივა სანჩესი
57 კგ - მარტა გარსია მარტინი
63 კგ - ლაურა ვასკეს ფერნანდესი
70 კგ - აი ცუნოდა რუსტანტი.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-15 პოზიცია დაიკავა, კერძოდ კი მათ მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს, რომელიც ქალთა 52 კგ წონით კატეგორიაში, არიან ტორო სოლერს ეკუთვნის (ბრინჯაოს მედალი).