Belive

ევროპის 12-გზისა და 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონი გამოირიცხა - რიზა კაია დაისაჯა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიდი სენსაცია მოხდა - 12-გზის ევროპის ჩემპიონი (14-გზის მედალოსანი), 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი (10-გზის მედალოსანი) და 3-გზის ოლიმპიური პრიზიორი, თურქი - რიზა კაია პარიზის 2024-წლის ოლიმპიურ თამაშებს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

თურქი მძიმეწონოსანი ევროპის 12-გზის და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი და 2-გზის ბრინჯაოს მედალოსანი რიზა კაია აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის დისკვალიფიცირებულია და პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს, მის მაგივრად კი ჰამზა ბაკირი მიიღებს მონაწილეობას.

კაია ლეგენდარული კუბელის ლოპეზ ნუნიესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრინციპული მოწინააღმდეგე იყო და თურქს იგი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც კი ჰყავს დამარცხებული, ამჯერად ლოპესის მთავარი მეტოქე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ირანელი - ამირ მირზაზადე იქნება, რომელმაც სწორედ კაიას მოუგო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

თურქეთის ჭიდაობის ფედერაციამ მალევე გააკეთა განცხადება, სადაც განმარტებულია მომხდარი ფაქტი.

"ცოტა ხნის წინ ყურის ძლიერი ტკივილის გამო მან ექიმს მიმართა, რომელმაც გამოუწერა წამალი და თურქეთის ნაკრების ექიმებმაც დართეს ნება, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს პრეპარატი შეიცავდა სპორტსმენისთვის აკარძალულ ნივთიერებებს..." - ვკითხულობთ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

სხვა სტატიები