Belive

ევერესტი პირველმა ქართველმა ქალმა დაიპყრო

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ევერესტის მწვერვალს პირველმა ქართველმა ქალმა მიაღწია.

2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე, ქართველმა მთამსვლელმა ალინა გამსახურდიამ ისტორია შექმნა, ის პირველი ქალი გახდა საქართველოდან, რომელმაც ევერესტი დაიპყრო.

ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ - თავს პარალელურ რეალობაში ვგრძნობ - განაცხადა ალინა გამსახურდიამ მწვერვალზე ასვლის შემდეგ

მისი მიღწევა ქართული მთამსვლელობისთვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მიმდინარე მონაცემებით, ალინა მე-12 ქართველია, რომელმაც ევერესტი დალაშქრა. პირველი ქართველი, ვინც მწვერვალს 1991 წლის 10 ოქტომბერს მიაღწია, რომან გიუტაშვილია.