ESPN - ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი
მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი, ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ATP-ის ანტიკორუფციული ოფისი (ITIA) გამოძიებას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს. როგორც ESPN-ი წერს, ორგანიზაცია 2016 წელს გამართულ მატჩებს იკლევს და თუ ბრალდება დადასტურდება, ქართველ ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ელის. გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი ჩოგბურთელი სიცრუეს უწოდებს. ბასილაშვილს ტელეკომპანია პირველი დაუკავშირდა, სადაც მან თქვა, რომ აღნიშნული მედიასაშუალება მის დისკრედიტაციას განზრახ ცდილობს და რომ "აუცილებლად გაკეთდება შესაბამისი კომენტარი ამ თემაზე". ბასილაშვილმა ბოლოს როტერდამის ტურნირზე ითამაშა, სადაც მაკდონალდთან პირველივე წრეში დამარცხდა. ნიკოლოზს 2021 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ არცერთი მატჩი არ მოუგია (ზედიზედ 8 წაგება).
Nikolos Basilashvili se enfrenta a una situación muy complicada.https://t.co/BvmxMa143e — ESPN Tenis (@ESPNtenis) February 12, 2022