Belive

ესპანური მედია: "ილია საბრძოლო ხელოვნების ახალი თაობის მოყვარულთა კერპია"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ესპანური SPORT ილია თოფურიას გავლენაზე წერს და აღნიშნავს, რომ ქართველმა ესპანეთში შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმართ ინტერესი ახალ დონეზე აიყვანა. მთავარი ყურადღება ილიას მომდევნო ბრძოლაზეა გამახვილებული, სადაც ის საჩემპიონო ქამარს UFC-ის ლეგენდის, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.

ეჭვგარეშეა, რომ 2024 წელი MMA-ის აღორძინების წელი იყო ჩვენს ქვეყანაში. ესპანეთს, რომელიც ტრადიციულად დომინირებს სპორტში, როგორიცაა ფეხბურთი, ჩოგბურთი ან კალათბურთი, ახლა ჰყავს პლანეტის საუკეთესო მებრძოლი, რომლიც ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში იბრძვის. თოფურია ჩვენი "მეომარია" გალიაში.

მართალია ის პირველი წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ ილია თოფურია (15-0) ესპანეთში UFC ფენომენის კატალიზატორი გახდა. გასული წლის თებერვალში მისმა უკვე ისტორიულმა გამარჯვებამ ალექსანდრე ვოლკანოვსკის წინააღმდეგ და შემდგომში კორონაციამ, როგორც პირველმა ესპანელმა, მედიის დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა.

ნახევარ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მან UFC 298-ის მეორე რაუნდში "ვოლკი" დაანოკაუტა, ახლა ჩვენმა თოფურიამ უკვე იცის თავისი მეტოქე და ბრძოლის თარიღი. "მატადორი" ქამარს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემტევ მებრძოლთან დაიცავს. ილია უპირატესობით დაიწყებს. ის თავს კარგად გრძნობს დგომში და კრივის უძლიერესი ბაზა აქვს. პარტერში კი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თავისი წარსულის წყალობით, ბევრად უკეთესია მეტოქეზე.

ილია უკვე მასობრივი ფენომენია ესპანეთში და თითქმის კერპია შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი თაობის მოყვარულთათვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან მის მოქმედებაში კვლავ ხილვას. თუ მან 7 თვეში ვოლკანოვსკიც დაჯაბნა და ჰოლოუეიც, მას ბოლო ათწლეულის 2 ყველაზე ცნობილი სახის დამმარცხებლის სტატუსი ექნება დანა უაითის პრომოუშენში - წერს ესპანური SPORT

UFC-ს გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ UFC 308-ზე ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მომავალ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ აბუ დაბიში, 26 ოქტომბერს გამართავს.

ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია დაუმარცხებელია, კარიერაში მას 15 შეხვედრა აქვს მოგებული, 7 კი UFC-ში. მაქს ჰოლოუეის კარიერის მანძილზე 26 ბრძოლა აქვს მოგებული, მის ანგარიშზე ასევე 7 წაგებაა.

სხვა სტატიები