Belive

"ეს მძიმე შეცდომაა" - მახაჩევი გარის საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა

15 საათის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევი იან გარის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. ირლანდიელი მებრძოლი გორში ჩამოვდა და ჩვენთან ჭიდაობის უნარების გაუმჯობესებას შეეცდება. ამასთან დაკავშირებით მახაჩევმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ გარი შეცდომას უშვებს.

მე აქამდეც მითქვამს, რომ ჩხუბამდე 2-3 თვით ადრე ჭიდაობის სასწავლად მომზადების დაწყება შეცდომაა. უპატიებელი შეცდომაა, რადგან 2-3 თვიანი მომზადების შემდეგ მებრძოლი საკუთარ საჭიდაო უნარებში დარწმუნებას იწყებს და ამას შედეგი არ გამოაქვს. 2-3 თვეში ჭიდაობის სწავლა შეუძლებელია. ეს ისეთი რამაა, რასაც ბავშვობიდან, მრვალი წლის განმავლობაში უნდა აკეთებდე. - ისლამ მახაჩევი

დიდია ალბათობა, რომ მახაჩევის მომავალი მეტოქე სწორედ იან გარი იყოს. ამ ეტაპზე გარი რეიტინგში მეორე პოზიციაზე და მასზე წინ მხოლოდ ყოფილი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენაა.

სხვა სტატიები