Belive

"ეს ძალიან დაბალი სტანდარტის შესანიშნავი გამოვლინებაა" - კოლბი თეთრი სახლის ბრძოლებზე

14 საათის წინ სხვა
1 წთ

კოლბი კოვინგტონი UFC-ს თეთრი სახლის ბრძოლებით უკმაყოფილოა. ამერიკელი თვლის, რომ Paramount-თან გაფორმებულმა შელშეკრულებამ ცუდად იმოქმედა და ახლა UFC-ს ნამდვილი ბრძოლები აღარ ადარდებს.

ეს ძალიან დაბალი სტანდარტის შესანიშნავი გამოვლინებაა. ფანებმა ამაზე უკვე ისაუბრებს და მათ სძულთ ეს ყველაფერი. საშინელი ქარდია. 6 თუ 7 სატიტულო ჩხუბს შეგვპირდნენ და ახლა მხოლოდ ერთი გვაქვს. არის დროებითი ქამრისთვის ჩხუბი, რომელიც ბოლო წამს გამოჩარხეს.

ყველაფერი ძალიან ცუდად არის ორგანიზებული. ბოლო წამს მოაგვარეს. არცერთი მაღალ პოზიციაში მყოფი ამერიკელი მებრძოლი არ არის. ვინ არიან ეს ბიჭები, რომელიც ამერიკას საკუთარ 250-ე დაბადების დღეზე წარადგენენ?

ისე ჩანს თითქოს აღარ ადარდებთ. Paramount-თან შეთანხმებით დიდი ფული მიიღეს და ახლა ბედნიერები არიან. - განაცხადა კოლბი კოვინგტონმა

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ღონისძიება 15 ივნისს გაიმართება. ამ საღამოს მთავარი ჩხუბი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგება, რომელიც მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

სხვა სტატიები