Belive

"ეს ბიჭი პრობლემაა" - გილბერტ ბარნსი ილია თოფურიაზე

10 თვის წინ სხვა
1 წთ

მოახლოვდა ილია თოფურიას კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, სადაც "მატადორი" ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება. თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ჯექსონვილში გაიმართება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აღსანიშნავია, რომ 38 წლის ამერიკელმა ბოლოს საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბა, სადაც იაირ როდრიგესთან დიდი უპირატესობით დამარცხდა.

გულშემატკივრების დიდი ნაწილი ამ დაპირისპირებაში ილიას ფავორიტად მიიჩნევს. UFC-ის მთავარმა გვერდმა გამოაქვეყნა ილიას გამარჯვების ვიდეო წარწერით: "მას ისე შეუძლია ბრძოლის დასრულება, როგორც თავად სურს."

მოახლოებულ ბრძოლას გამოეხმაურა UFC-ის გამორჩეული სპორტსმენი ბრაზილიელი გილბერტ ბარნსი, რომელიც ილიას ჩხუბს მოუთმენლად ელის.

"ეს ბიჭი პრობლემაა. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ამ უქმეებზე ილიას ბრძოლას!" - წერს გილბერტ ბარნსი საკუთარ სოციალურ ქსელში.

 ილიამ ბოლო ბრძოლა ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში დაამარცხა.

ამჟამად, თოფურია UFC-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ჯოშ ემეტი კი, მე-5 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები