ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
3 წლის წინ
სხვა
5 წთ

მე-20 ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა
მეოცე ტურის დასრულების შემდეგ, სატურნირო მდგომარეობის მხრივ ცვლილებები როგორც ცხრილის ზედა ნაწილს, ისე გასავარდნ ზონას შეეხო. მთავარი ცვლილება ლიდერთა შორისაა, სადაც "დინამო თბილისმა" თანამოსახელე აჭარულ კლუბს ადგილი გაუცვალა და 41 ქულით პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა, ბათუმელებს კი 40 ქულით მეორე ადგილი უკავიათ. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, მიჯრით სამჯერ აღებულმა სამმა ქულამ "თელავს" მერვე ადგილამდე აღზევების, "შუქურას" გადასწრების და ქუთაისის "ტორპედოსთან" ქულათა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო.მეოცე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
მეკარე: როინ კვასხვაძე (“დინამო თბილისი”). მცველები: ნიკოლოზ მალი (“საბურთალო“), ვაჟა ფაცაცია ("თელავი"), ვიქტორ მონხილი (“დინამო თბილისი”), ნიკოლოზ კალანდარიშვილი ("სამგურალი"). ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე ("შუქურა"), გიორგი კუცია ("დინამო თბილისი"), მიხეილ ბაშელეიშვილი, ირაკლი რუხაძე (ორივე "თელავი"). თავდამსხმელები: სერგო კუხიანიძე ("სამგურალი"), მიხეილ სარდალიშვილი ("შუქურა"). მწვრთნელი: გიორგი მიქაძე (“თელავი”). განლაგება: 4-4-2. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი რუხაძე (“თელავი”).
- მიხეილ სარდალიშვილი
- სერგო კუხიანიძ
- მიხეილ ბაშელეიშვილი
- ბექა ვარშანიძე
- ვიქტორ მონხილ
- ვაჟა ფაცაცი
- ნიკოლოზ კალანდარიშვილი
- წყალტუბოს სამგურალი
- როინ კვასხვაძე
- ქობულეთის შუქურა
- ირაკლი რუხაძე
- ქუთაისის ტორპედო
- გიორგი კუცია
- ნიკოლოზ მალი
- თბილისის საბურთალო
- დინამო ბათუმი
- თელავი
- დინამო თბილისი
- ეროვნული ლიგა
- თბილისის ლოკომოტივი
- სამტრედია
- გორის დილა