რამდენიმე დღის წინ ენტონი ჯოშუამ 2019 წელს კარიერაში განცდილი პირველი მარცხისათვის შური იძია, მან ენდი რუიზ ჯუნიორთან რევანში გამართა და მსაჯთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
აღნიშნული ბრძოლის შემდეგ "ეი ჯიმ" ჟურნალისტებთან ინტერვიუში ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის შესახებ ისაუბრა. ჯოშუა დარწმუნებულია, რომ თუ ის ბრძოლაში ორივე მათგანს გამოიწვევს, უფრო სწრაფ დასტურს ტაისონ ფიურისაგან მიიღებს.
ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის ბრძოლა 2019 წელს უკვე გაიმართა, სადაც მათ შორის ფრე დაფიქსირდა და გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. დიდი ალბათობით ტაისონ ფიური დაადასტურებს განმეორებით ბრძოლას უაილდერის წინააღმდეგ, რომელიც 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი.
ენტონი ჯოშუა არ მალავს მის მხარდაჭერას ფიურის მიმართ, რათა შემდეგ მასსა და ამ უკანასკნელს შორის გამართული ბრძოლა უფრო ინტერესიანი გამოდგეს.
"მინდა რომ ჩემსა და ფიურის შორის ნამდვილი ბლოკბასტერი გაიმართოს", - განაცხადა ენტონი ჯოშუამ.