El Espanol: ძველები მიდიან, თუმცა დაიბადა ახალი ვარსკვლავი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ესპანური გამოცემა El Espanol 2024 წლის სპორტულ მოვლენებს აჯამებს. ესპანეთი 2024 წელს დაემშვიდობა რამდენიმე სპორტსმენს, რომლებიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თაობის წარმომადგენლები იყვნენ. რად ღირს რაფა ნადალის კარიერა, რომლის სპორტიდან წასვლამაც უდიდესი სიცარიელე დატოვა არამარტო ესპანურ, არამედ მსოფლიო სპორტში. ნადალის გარდა 2024 წელს კარიერა დაამთავრეს ანდრეს ინიესტამ, რუდი ფერნანდესმა (კალათბურთელი), ხესუს ნავასმა და ალვარო მარტინმა (მძლეოსანი).
სტატია დიდი ესპანელი ფიგურების გაცილებასა და ახალი ვარსკვლავის, ილია თოფურიას 'დაბადებას' ეძღვნება.
დიდი ფიგურების წასვლის საპირწონედ, 2024-მა წელმა 'დაბადა' ახალი ვარსკვლავი. ფენომენალური ილია თოფურიას 2-მა ბრწყინვალე გამარჯვებამ MMA-ის პოპულარობა ისეთ დონემდე გაზარდა, რაც ესპანეთს აქამდე არასდროს უნახავს.
ილიას გამარჯვებამ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მხოლოდ გააძლიერა მისი სურვილი ისტორიის წერის გასაგრძელებლად, გასულ ოქტომბერს ის აბუ დაბიში შეხვდა მაქს ჰოლოუეის და დაიცვა საჩემპიონო ქამარი. თოფურიას ახალი გამოწვევაა UFC-ის ესპანეთში შემოტანა და სანტიაგო ბერნაბეუს გულშემატკივრებით გავსებაა. ოცნება არც თუ ისე შორსაა, ილიას შეუძლია საკუთარი ძალა ფანების წინაშე 'აკურთხოს'. - ვკითხულობთ სტატიაში