ლონდონის "ჩელსის" შემტევმა, ედენ აზარმა, ბელგიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ჟურნალისტსა და მას შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
თქვენი დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობდით გასული 3 თვის განმავლობაში, მიიჩნევთ თუ არა რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხართ?
ისევ ამას მეკითხებით? დიახ, ეს უკვე მითქვამს და კვლავ გავიმეორებ. შემიძლია ვიყო უკეთესი, გავიტანო მეტი გოლი და გავაკეთო მეტი ასისტი. გუნდი ამაში ძალიან მეხმარება და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პროგრესირება შემიძლია.
გასულმა ათმა წელიწადმა ცხადყო, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად ესპანეთში თამაშია საჭირო. განიხილავთ თუ არა ესპანეთში გადასვლას?
შეიძლება სწორედ ამიტომაც მინდა წასვლა.
ტრანსფერი იანვარში შედგება?
არა.