Belive

"ძმები ერთად ვნახე და როგორღაც ალექსანდრე ილიაზე დიდი ჩანდა" - მუჰამედ მოკაევი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

მუჰამედ მოკაევმა ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ძალიან ძლიერი მებრძოლია. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ილიაზე დაბალ კატეგორიაში გამოდის, მოკაევი თვლის, რომ უფროსი ძმა "მატადორზე" ბევრად ძლიერი ჩანს.

მისი ჩხუბის ყურება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. რატომღაც დამავიწყდა. მისი ჩხუბის ნახვა ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. ახლა კატარში გავფრინდები და ბეკჟატთან მის ჩხუბს ვნახავ. ფიზიკურად მის ძმაზე ძლიერიც კი არის. ეს ორი ერთად ვნახე და როგორღაც ალექსანდრე უფრო დიდი ჩანდა.

ილიას კარგი სტილი აქვს. მისი კრივი ძალიან მომწონს, მაგრამ კიკბოქსიორთან პრობლემები ექმნება. BRAVE-შიც და UFC London-ზეც ფეხით ნოკდაუნში გაუშვეს. ფეხები ძალიან არ უყვარს. - განაცხადა მუჰამედ მოკაევმა

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს მომავალი ჩხუბი 22 ნოემბერს ელის. კატარში გასამართ ღონისძიებაზე მისი მეტოქე ყაზახი ბეკჟატ ალმახანი იქნება.

სხვა სტატიები