Belive

ძიუდოში ახალი წესები დაინერგა

4 დღის წინ სხვა
2 წთ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებითა და ახლახან ჩატარებული ტოკიოს გრანდ სლემით, რომელიც სეზონის ბოლო ტურნირი იყო, დასრულდა განვითარების ერთი ციკლი და დაიწყო ახალი, რომელიც ძიუდოს ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადამდე მიიყვანს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაიწყო ფართო კონსულტაციები იმის დასადგენად, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ძიუდოში, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვეობისა და ევოლუციის გამოწვევები. ორგანიზაციამ სპორტის ამ სახეობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი შეცვალა/დაამატა.

1) დიდი ხნის წინ გაუქმებული ქულა "იუკო" ისევ ბრუნდება - ნევაზაში ყოფნის დროს, იუკოს მიიღებს ძიუდოისტი, რომელიც მოწინააღმდეგის შებოჭვას მინიმუმ 5 წამის განმავლობაში შეძლებს

2) თავის გამოყენება როგორც შეტევის, ასევე თავდაცვის ფაზაში ნებადართული ხდება - გამონაკლისი კადეტთა ტურნირებია, სადაც კადეტი, თავის გამოყენების მცდელობისას შიდოთი დაისჯება.

3) აკრძალულია ხელით ან მკლავით ფეხზე შეხება/დაჭერა, ასევე შარვლის ტოტის დაჭერა - ეს ქმედებები დასჯილი იქნება შიდოთი

4) სტანდარტული "კუმი-კატას" შეტევებისთვის ძიუდოისტებს 30 წამი ექნებათ

5) ე.წ "დათვის ჩახუტება" დგომში ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ხელების შემოხვევისას არ იქმნება წრე. სხვა შემთხვევაში შემტევი ძიუდოისტი შიდოთი დაჯარიმდება.

6) ტატამის უნებლიედ დატოვებისას, როგორც დგომში, ასევე ნევაზაში, მსაჯი შეხვედრას "მატეთი" შეაჩერებს და ძიუდოისტები შიდოთი არ დაისჯებიან

7) ამიერიდან, ნევაზაში აქტიურობას მსაჯი მხედველობაში მიიღებს და გაითვალისწინებს


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოქვეყნებულ ახალ წესებში მითითებულია ისიც, თუ რა შემთხვევაში დაისჯება ძიუდოისტი ჰანსოკუ-მაკეთი (შეჯიბრიდან მოხსნა) - მსაჯი შეაფასებს იმას, თუ რამდენად მძიმე ტრავმის საფრთხე იყო ილეთის შესრულებისას და შეეძლო თუ არა დაცვაში მყოფ ძიუდოისტს "მომენტიდან გაქცევა" .

View this post on Instagram

A post shared by International Judo Federation (@judogallery)

სხვა სტატიები