ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე II - ოქროს მედლები აბეებმა მოიგეს
დღეს, 7 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -66 კგ, ქალებში კი -52 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, -66 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ევროპის ჩემპიონმა (2016 წელს), ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა (2017 წელს) – ვაჟა მარგველაშვილმა მიიღო, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.
-66 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები
-66 კგ წონით კატეგორიაში, A ბადის გამარჯვებული მოლდოვის წარმომადგენელი – დენის ვიერუ გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში უკრაინელი – ბოგდან იადოვი დაამარცხა.
B ბადის გამარჯვებული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მოქმედი ოლიმპიური ჩეპიონი, იაპონელი – ჰიფუმი აბე გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში იტალიელი – ელიოს მანცი დაამარცხა.
C ბადეში დიდი ბრძოლა იყო, საბოლოოდ 1/4 ფინალში იაპონელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა – იუშორი მარუიამამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
D ბადეში ყველაფერი ისე მოხდა, რასაც ველოდით. ბადის გამარჯვებული სამხრეთ კორეელი – ბაულ ანი გახდა.
პირველ ნახევარფინალში მოლდოვურ-იაპონური დაპირისპირება შედგა. მეორე ნახევარფინალი კი სამხრეთ კორეულ-იაპონური იყო. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონური ფინალი შედგა.
ოქროს მედალს ჰიფუმი აბე დაეუფლა. ვერცხლის მედალი იაპონელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა – იოშირო მარუიამამ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს სამხრეთ კორეელი – ბაულ ანი და მოლდოველი - დენის ვიერუ დაეუფლნენ.
-52 კგ წონითი კატეგორიის მედალოსნები
-52 კგ წონითი კატეგორია ქალთა ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რადგანაც აქ ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყრის ერთად თავს.
ამ წონით კატეგორიას 3 გამორჩეული ლიდერი ჰყავდა: ფრანგი – ამანდინ ბუშარი, იაპონელი – უტა აბე და კოსოვოელი – დისტრია კრასნიქი.
A ბადის გამარჯვებული მსოფლიოს მეორე ნომერი, ფრანგი - ამანდინ ბუშარი გახდა.
B ბადეში გამოკვეთილი ფავორიტი იყო, იაპონელი – უტა აბე, რომელიც 2019 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.
C ბადეში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კოსოვოელმა – დისტრია კრასნიქმა გაიმარჯვა.
D ბადის გამარჯვებული კი ბრიტანელი - ჩელსი ჯაილსი გახდა.
ნახევარფინალური დაპირისპირება
პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, იაპონელ – უტა აბესა და ფრანგ – ამანდინ ბუშარს შორის გაიმართა, სადაც ძალიან დრამატულ ბრძოლაში იაპონელმა ძიუდოისტმა გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი სენსაცია მოხდა, ბრიტანელმა - ჩელსი ჯაელსმა, კოსოვოელი მოქმედი ოლიმპიონი ჩემპიონი - დისტრია კრასნიქი დაამარცხა.
საბოლოოდ ოქროს მედალი იაპონელმა – უტა აბემ მოიგო (კარიერაში მესამედ). ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბრიტანელი – ჩელსი ჯაილსი. ბრინჯაოს პრიზიორები კი, კოსოვოელი – დისტრია კრასნიქი და ფრანგი - ამანდინ ბუშარი გახდნენ.