Belive

ძიუდოს განახლებული მსოფლიო რეიტინგი

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ცინდაოს მასტერსის დასრულების შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა დათმო და საერთო რეიტინგში 5751 ქულით მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მესამე ადგილს ინაწილებენ ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილიც, რომლებიც შესაბამისად  5546  და 5126 ქულას ფლობენ. განსაკუთრებული პროგრესი ლაშა ბექაურს აქვს, რომელმაც ცინდაოს მასტერსი ოქროს მედლით დაასრულა, 3362 ქულა მოაგროვა და 15 საფეხურით წინ, მე-11 პოზიციაზე აინაცვლა.

სხვა სტატიები